საფ­რან­გე­თის ლიგა 1-მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო

საფ­რან­გე­თის ლიგა 1-მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო

საფ­რან­გე­თის ლიგა 1-მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო. ფიფა-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პარტნი­ორ­მა, DAZN-მა კი რამ­დე­ნი­მე ნა­წყვე­ტი გა­ავ­რცე­ლა.

“ფეხ­ბურ­თი ჩემი ცხოვ­რე­ბაა. ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში მა­ბედ­ნი­ე­რებს. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ ჩემი ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე და ფეხ­ბურ­თი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. რო­დე­საც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ვი­დე­ო­ე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იყო. დე­და­ჩემს მა­მა­ჩე­მის კა­სე­ტე­ბი ჰქონ­და შე­ნა­ხუ­ლი და რო­დე­საც მის გა­ტა­ნილ გო­ლებს ვუ­ყუ­რებ­დი, სას­წა­უ­ლი გრძნო­ბა მე­უფ­ლე­ბო­და. ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი სწო­რედ მამა იყო და მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე.

როცა ჩემ­პი­ონ­თა ლიგა მო­ვი­გე, პირ­ვე­ლი რაც გა­მახ­სენ­და, სა­ქარ­თვე­ლო იყო, რად­გან ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ამ ქვეყ­ნი­დან და­ი­წყო. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში და პსჟ-ში თა­მა­ში ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ყვე­ლა­ფერს, რა­საც მო­ე­დან­ზე და მის მიღ­მა ვა­კე­თებ, უდი­დე­სი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან და მინ­და, რომ ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი ვიყო”, – გა­ნა­ცხა­და კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, პსჟ-სა და “მარ­სე­ლის” შეხ­ვედ­რას დღეს 22 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლი­სის დრო­ით 22:00 სა­ა­თი­დან ვი­ხი­ლავთ.

მსგავსი სიახლეები

ახალი ამბები