სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

Foot Mercato-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის.

გამოკვლევებმა დადებითი შედეგი აჩვენა და ქართველი შემტევი 17 სექტემბერს „ატალანტასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში შესაძლოა ვიხილოთ.

ყველაფერი ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული – დააყენებს თუ არა ის კვარაცხელიას ძირითადში, თუმცა დიდი შანსია, სათადარიგოთა შორის მაინც მოხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ლიგა 1-ის მე-4 ტურში „ლანსთან“ მატჩის 30-ე წუთზე შეცვალეს.

პსჟ-ის განაცხადს ამჟამად ასევე აკლია კანგ-ინ ლი, დეზირე დუე, ლუკას ბერალდო და უსმან დემბელე.

მსგავსი სიახლეები

ახალი ამბები