ნახეთ რა საოცარი და ძვირადღირებული საჩუქრები გაუკეთა გელა ბარკალაიამ სარძლოს

ნახეთ რა საოცარი და ძვირადღირებული საჩუქრები გაუკეთა გელა ბარკალაიამ სარძლოს

ბიზნესმენმა გე­ლამ შვი­ლის, მათე ბარ­კა­ლა­იას ნიშ­ნო­ბა მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას – მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში, სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბი­ის საფ­ლავ­ზე აღ­ნიშ­ნა. ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ბევ­რის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და.

ბიზ­ნეს­მენ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა: “მა­თე­სა და სა­ლო­მეს ნიშ­ნო­ბა დე­დის საფ­ლავ­ზე, 25 წლის შემ­დეგ“.

ნიშ­ნო­ბის ად­გი­ლი და გა­რე­მო­ე­ბა უნი­კა­ლუ­რი იყო. საფ­ლა­ვე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა მთლი­ა­ნად წი­თე­ლი ხა­ლი­ჩით იყო და­ფა­რუ­ლი, ხოლო საფ­ლა­ვე­ბი და მათი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია წი­თე­ლი და შავი ბუშ­ტე­ბი­თა და სხვა დე­კო­რა­ცი­ე­ბით იყო მორ­თუ­ლი. ბარ­კა­ლა­ი­ას წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბი კი წი­თე­ლი და თეთ­რი ვარ­დე­ბით იყო შემ­კუ­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ნიშ­ნო­ბა იყო. ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის­თვის, მათე ბარ­კა­ლა­ი­ა­სა და სა­ლო­მე სა­ლა­ყა­ი­ას­თვის, გელა ბარ­კა­ლა­ი­ას სა­ჩუქ­რე­ბი ჰქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი. მო­მა­ვალ­მა მა­მამ­თილ­მა, რძალს ძვირ­ფა­სი, ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი პი­რა­დად გა­უ­კე­თა. ეს სა­ჩუქ­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბულ სად­გამ­ზე ეწყო და ელე­გან­ტურ ყუ­თებ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

“თუ ვინ­მეს ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბა გა­უ­ხარ­დე­ბო­და, არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი”, – თქვა ბარ­კა­ლა­ი­ამ და მა­ყუ­რე­ბელს და ნიშ­ნო­ბის სტუმ­რებს მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბი­ის საფ­ლა­ვებ­ზე მი­ა­ნიშ­ნა. მან ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ მისი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს და­უ­კავ­ში­რა და მო­მა­ვალ რძალს, სა­ლო­მეს, უთხრა: “იმე­დი ხარ ჩემი ხვა­ლინ­დე­ლი დღი­სა“.

ნიშ­ნო­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის და­სას­რულს, სა­ლო­მე სა­ლა­ყა­ი­ას, მო­მა­ვალ­მა მა­მამ­თილ­მა კი­დევ ერთი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­დას­ცა – ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, შავი ფე­რის “პორ­შე“, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის, წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე, გი­გან­ტურ თეთრ ყუთ­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უსა­ჩუქ­როდ არც ვაჟი, მათე და­უ­ტო­ვე­ბია. მა­მამ მა­საც გულ­ზე ოქ­როს გრე­ხი­ლი ჩა­მო­კი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად გელა ბარ­კა­ლა­ი­ამ გა­ავ­რცე­ლა, მან მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ეს თემა მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და არ სურს, მას­ზე ტე­ლე­ფო­ნით ისა­უბ­როს.

ნახეთ ფოტოები.

წყარო : Ambebi.ge

მსგავსი სიახლეები

ახალი ამბები