“მხოლოდ ერთი დღეა რაც საქართველოში ჩამოვედით და…”- რა ემოციურ მიმართვას ავრცელებს ნუცა ბუზალაძე ?

“მხოლოდ ერთი დღეა რაც საქართველოში ჩამოვედით და…”- რა ემოციურ მიმართვას ავრცელებს ნუცა ბუზალაძე ?

რამდენიმე თვის წინ ცნობილი ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე დაინიშნა. მისი რჩეული წარმატებული ამერიკელი სპორტისა და შოუბიზნესის აგენტი დარენ პრინსცია. წყვილმა ნიშნობა მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. ამჯერად, ნუცა რჩეულთან და მეგობრებთან ერთად საქართველოს ესტუმრა. როგორც კადრებიდან ირკვევა, ნუცას საქმრომ ხინკალი უკვე დააგემოვნა. გარდა ამისა, მან ქართული ტრადიციული სამოსიც მოირგო:

„ჩემი მეგობრები აეროპორტიდანვე შეხვდნენ დარენს ისე, როგორც მხოლოდ ქართველებს შეუძლია. მხოლოდ ერთი დღეა რაც ჩამოვედით და უკვე შეყვარებულია ჩვენს კულტურაზე, განსაკუთრებით კი ადამიანებზე. აი, ამას ჰქვია სითბო და გულწრფელობა. რამდენადაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვამაყობ, რომ ქართველი ვარ“, – წერს ნუცა ბუზალაძე.

მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს

მსგავსი სიახლეები

ახალი ამბები