მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები – რომელ ადგილზეა სიაში კვარაცხელია ?

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები – რომელ ადგილზეა სიაში კვარაცხელია ?

პოპულარულმა სტატისტიკურმა გვერდმა transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია განაახლა.

30 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ამჟამად სატრანსფერო ბაზარზე 80 მილიონი ევრო ღირს.

კვარაცხელია სიაში 23-ე ადგილს იყოფს ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც არიან : რაფინია, ბარელა, ბასტონი, ოლისე და სხვანი (ყველა მათგანის ფასი 80 მილიონი ევროა)

ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებად კვლავ ჰალანდი და ვინისიუსი რჩებიან (200 მილიონი ევრო), მათ კი ლამინ იამალი მოყვება, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე 180 მილიონ ევროდაა შეფასებული. ასევე 180 მილიონი ევრო ღირს ჯუდ ბელინგემიც.

რაც შეეხება მეკარეებს, გიორგი მამარდაშვილი ამჟამად 30 მილიონი ევრო ღირს და ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 პოზიციაზეა.

წყარო : Pnews.ge

მსგავსი სიახლეები

ახალი ამბები