ნეაპოლური გაზეთის, Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ საჩემპიონო შანსებს ვრცელი სტატია მიეძღვნა. მისი ავტორი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და ხვიჩა კვარაცხელიას დამოკიდებულებაზე წერს.
„ქართველი გარემარბი ნეაპოლურ საფეხბურთო სამყაროსთან ძალიანაა დაკავშირებული და სკუდეტოსთვის ბრძოლას თვალს დიდი ინტერესით ადევნებს. კვარაცხელია და ფაბიან რუისი პარტენოპეის გულშემატკივრობენ და ყოფილ თანაგუნდელებთან მუდმივ კონტაქტზე არიან, რათა მათ საოცნებო სვლას მხარი დაუჭირონ“, – წერს Il Mattino.