პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორმატჩიან დუელში არსენალი დაამარცხა და ტურნირის ფინალში ითამაშებს.
კვარაცხელიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მის აქტიურობებს მოჰყვა პსჟ-ს გოლებიც.
ხვიჩა გამორჩეული იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაშიც.
ქართველმა ვარსკვლავმა სტატისტიკური გვერდი Sofascore-სგან 6.8 ქულა დაიმსახურა.
საუკეთესო შეფასება ფაბიან რუისმა მიიღო (7.8 ქულა).
პარიზელთა მეტოქე ფინალში მილანის ინტერი იქნება.