1 ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის – ვინ ვეღარ ისარგებლებს დაზღვევით

1 ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის – ვინ ვეღარ ისარგებლებს დაზღვევით

გარკვეული პირები საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ.

ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო, ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას, იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.

ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის: გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.

საქართველოში დაბრუნებისთანავე მოქალაქეს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებას და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას.

მსგავსი სიახლეები

ახალი ამბები