ქუთაისელი გოგონა ანო რობაქიძე University of Toronto-ში სრული, $400 000-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა, სადაც სამედიცინო მიმართულებით აგრძელებს სწავლას. ამის თაობაზე Entrepreneur Georgia წერს.
“ანო ასევე ჩაირიცხა შემდეგ უნივერსიტეტებში:
▪️ Ontario Tech University – 70% დაფინანსებით და 20 000$ სტიპენდიით
▪️ McMaster University – სრული დაფინანსებით თავისი საცხოვრებლით
▪️ Constructor University – 14,000 ევროიანი დაფინანსებით
▪️ IE University – 70% დაფინანსებით
▪️ Modul University – სრული დაფინანსებით”, – წერს გამოცემა.










