“ეს თეკლა ურთიერთობაში ყოფილა დაქალის საქმროსთან” – ტიკტოკერი გოგოს მიერ მოკლული ბიჭის დედა ” ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” ანონსში გახმაურებული ამბის დეტალებზე საუბრობს.
ცნობისთვის, თეკლა გერსამიამ მეუღლე, ლუკა დარასელია თბილისში, 22 აგვისტოს ცივი იარაღით მოკლა.
25 წლის თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, პირველ 4 საათში მიიღო.










