გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე ნატალია ყიფშიძეს საჯაროდ პასუხობს: “პატრიარქის გარდაცვალება დაემთხვა და მომიწია, გარკვეული პერიოდით ამ პასუხის გადადება”

გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე ნატალია ყიფშიძეს საჯაროდ პასუხობს: “პატრიარქის გარდაცვალება დაემთხვა და მომიწია, გარკვეული პერიოდით ამ პასუხის გადადება”

ცოტა ხნის წინ ზურა ყიფშიძე შვილებთან, გიორგი და ლენუკა ყიფშიძეებსა და შვილიშვილებთან, ნატალია ყიფშიძესა და ნიკუშა ნინუასთან ერთად ეკა ხოფერიას გადაცემის სტუმარი იყო.

გადაცემა ყიფშიძეების დიდი ოჯახის, მათი ოჯახური დინასტიისა და განვლილი გზის შესახებ გვიყვებოდა. საუბრებში თემა გიორგი ყიფშიძესა და მის ყოფილ მეუღლეს, ენი გასიევასაც შეეხო.

“კოსმო რომ დაიბადა, პანდემია იყო. გიორგი და მისი ყოფილი მეუღლე ერთად ცხოვრობდნენ ცალკე, იმ პერიოდში მე უნივერსიტეტი ონლაინ რეჟიმში მქონდა და მათთან ვიყავი ერთი წლის მანძილზე. ამ პირველი წლის მანძილზე მე ძალიან აქტიურად ვეხმარებოდი მათ, მაგრამ მივხვდი, რომ ეს უკვე ნამეტანი იყო, ძალიან დიდი დრო მიჰქონდა ამ ყველაფერს. მერე მეორე ბავშვიც გაჩნდა. შემდეგ კი ყველაფერი ისე გადალაგდა, რომ გიორგი სულ მარტო აღმოჩნდა.

მე კი ძალიან მინდოდა დახმარება, მაგრამ მე ჩემი საქმე მქონდა – სწავლა, ზუსტად მაგ დროს ვიღებდი მონაწილეობას სერიალში, ძალიან ბევრი რამ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერთან ერთად, მყავდა ჩემი კატა, რომელსაც დიდი დრო და მოვლა სჭირდებოდა. ჰოდა უცებ ვუყურებდი, რომ გიორგი რეალურად სულ-სულ-სულ მარტო აღმოჩნდა”, – თქვა გიორგი ყიფშიძის უფროსმა ქალიშვილმა, ნატალია ყიფშიძემ.

ნატალია ყიფშიძის რეპლიკამ ამ საკითხზე ენი გასიევას გაღიზიანება გამოიწვია. მან განმარტა, რომ ამდენ ხანს მიზი დუმილის მიზეზი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალება იყო – იმ პერიოდში მათ ოჯახურ კონფლიქტზე საუბრის დრო არ იყო, თუმცა ახლა “პრაიმ ტაიმის” საშუალებით უპასუხა ნატალია ყიფშიძის გაცხადებას და განმარტა, რომ არ აპირებს ამ სიცრუის მონაწილე იყოს:

ენი გასიევას პასუხი

“პატრიარქის გარდაცვალება დაემთხვა და ეს იმდენად მნიშვნელოვანი და გულსატკენი ამბავი იყო ყველასთვის, ვინც მართლმადიდებელია, რომ ამ დროს სხვა რამეზე საერთოდ აღარ ვფიქრობდით. აქედან გამომდინარე, მომიწია, გარკვეული პერიოდით ამ პასუხის გადადება.

რაც შეეხება ნატალიას, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ უბრალოდ ვერ ვხვდები, რაში დასჭირდათ ეს ყველაფერი. ეს არის სრული აბსურდი – თითქოს მე ბავშვების აღზრდაში  ჩართული არ ვარ, თითქოს ბავშვებს არ ვუვლი და ბავშვები მივატოვე. ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე და ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ ეს: პიარისთვის თუ რისთვის? ეს ის ამბავია, როდესაც საკუთარ თავსაც ამასხარავებენ და უნდათ, რომ მეც გამამასხარაონ. მე ამ სიცრუის ხარჯზე არანაირი რეიტინგის დაწერას არ ვაპირებ.

მე და ნატალია ვმეგობრობდით. ახლაც, ყველაფრის მიუხედავად, მისთვის მხოლოდ და მხოლოდ კარგი მინდა. არანაირად არ მინდა, რომ მას რაიმე პრობლემა ჰქონდეს, პირიქით – მხოლოდ კარგი გამიხარდება. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ რეიტინგის ასე დაწერა, როდესაც ეს ყველაფერი აბსურდია და ამაში მე ვერ ჩავებმები. ჩემი შვილები სულ თან მყავს და ამის მილიონობით მოწმე არსებობს, შეიძლება მილიონობით არა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ჩემს ამბებს ნახულობს, ყველა ხედავს რეალობას, რომ შვილები ჩემთან არიან. ჩემი ყველა რესურსი – ფინანსური, მენტალური თუ ფიზიკური  შვილებისკენ არის მიმართული და ამას ყველა ხედავს.

მას შემდეგ, რაც მე და გიორგი დავშორდით, დაშორებიდან 6 თვე ისევ ერთად ვცხოვრობდით. ამის მერე რაღაცნაირად შეირყა ჩემი და ნატალიას ურთიერთობა. თუ მეგობრობას იმიტომ არყევენ, რომ მე და გიორგი ერთად აღარ ვართ, ეს უკვე მათი პრობლემაა და არა ჩემი. ყველას აქვს თავისი გადაწყვეტილება, რომელსაც მე უბრალოდ პატივს ვცემ.

ვერ ვიტყვი, რომ არ მეხმარებოდა ან მეხმარებოდა. იყო პერიოდები, როცა მეხმარებოდა. როდესაც გიორგი გამოჯანმრთელების პერიოდში იყო – ყველამ იცის, რასაც ვგულისხმობ – მაშინ მე მარტოხელა დედა ვიყავი, როგორც შეეძლო მეხმარებოდა.

მე ნატალია მიყვარს, რა თქმა უნდა, მიყვარს და მინდა, რომ ბედნიერი იყოს. გიორგისთან ვმეგობრობ. ახლაც გიორგისგან წამოვედი, ბავშვიც იქ მელოდება,” – ამბობს ენი გასოევა.

მსგავსი სიახლეები

ახალი ამბები