“პასუხი “კრიტიკოსებს”! ” – წერს მსახიობი გიორგი გასვიანი და რობერტ სტურუას ვიდეოს ავრცელებს.
ცნობისთვის 5 აპრილს რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის – „ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფრაგმენტები სპექტაკლიდან, რასაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.










