სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ და სევდიან კადრებს გვიზიარებს.
მომღერალმა თავისი გარდაცვლილი მეუღლის, ლაშა ბასლანძის საფლავზე პირველი იასამნები მიიტანა.
„პირველი იასამნები სულ შენ მოგქონდა ჩემთვის…დღევანდელი ჩემი საჩუქარი შენ მოგიტანე ლაშიკო“, – წერს სალომე.
შეგახსენებთ, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გასული წლის 27 ოქტომბერს, იტალიაში გარდაიცვალა.











