როგორ ემშვიდობებიან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პატ­რი­არ­ქს – “დას­რულ­და ერთი დიდი ის­ტო­რია ამ ქვეყ­ნის, და­ი­ხუ­რა ეპო­ქა, რო­მელ­საც მისი სა­ხე­ლი ერ­ქვა – აღა­რა­ვინ იქ­ნე­ბა მისი სი­დი­დის”

როგორ ემშვიდობებიან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პატ­რი­არ­ქს – “დას­რულ­და ერთი დიდი ის­ტო­რია ამ ქვეყ­ნის, და­ი­ხუ­რა ეპო­ქა, რო­მელ­საც მისი სა­ხე­ლი ერ­ქვა – აღა­რა­ვინ იქ­ნე­ბა მისი სი­დი­დის”

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია II 93 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში მე­უ­ფე შიომ გა­ა­კე­თა. პატ­რი­არ­ქი კუ­ჭი­დან მა­სი­უ­რი სის­ხლდე­ნით, კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის კრი­ტი­კუ­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია მე­ო­რეს ხვალ, 18 მარტს, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ.

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პატ­რი­არ­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

მწე­რა­ლი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე:

– სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე გარ­და­იც­ვა­ლა.დღემ­დე მახ­სოვს მისი თბი­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მი­ვი­ღე.ვწუხ­ვარ. ვუ­სამ­ძიმ­რებ მარ­თლმა­დი­დე­ბელ მრევლს და არა მხო­ლოდ.

პეტ­რე კოლ­ხი:

26 ის ვი­ყა­ვი, პატ­რი­არ­ქმა პი­რად არ­ქივ­ში შე­მიშ­ვა და მას­ზე მი­ძღვნილ ლექ­სებს ვარ­ჩევ­დი…. ათა­სო­ბით ტექ­სტი იყო, სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი შევ­კა­რი, მას­თან შე­ვა­თან­ხმე და მე­უ­ფე ეფ­რე­მის დახ­მა­რე­ბით წიგ­ნად გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე…. კრე­ბულს “მოსე ქარ­თვე­ლი” ვუ­წო­დე….მე ის მიყ­ვარ­და…. ბევ­რი კარ­გი მახ­სოვს მის­გან, ბევ­რი მო­სა­გო­ნა­რი დამ­რჩა…სა­მე­ბის ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში, კვი­რის ღო­ნის­ძი­ე­ბებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, მაგ­რამ შენ პო­ე­ტი ხარ, უკე­თე­სად გა­მო­გი­ვაო და მე ჩა­მა­ბა­რა…. სნო­ში, მისი ბავ­შვო­ბის სახ­ლში პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო მო­მი­წყო, მისი კურ­თხე­ვით პა­ო­ლო იაშ­ვილს, დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში წესი ავუ­გე…. გა­მორ­ჩე­უ­ლად მოს­წონ­და ჩემი ლექ­სე­ბი….ვწუხ­ვარ პატ­რი­არ­ქო, ბოლო გზა­ზე ვერ გა­ცი­ლებ….

ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

– დას­რულ­და ერთი დიდი ის­ტო­რია ამ ქვეყ­ნის. და­ი­ხუ­რა ეპო­ქა, რო­მელ­საც მისი სა­ხე­ლი ერ­ქვა.და მგო­ნია, რომ აღა­რა­ვინ იქ­ნე­ბა მისი სი­დი­დის.

მომღერალი ნინი შერმადინი:

– ძალიან მიყვარხარ რამდენი რამის დაწერა მინდა… აუცილებლად მოვყვები ჩემს თვალწინ მომხდარ სასწაულებზე, ილოცე ჩვენთვის უწმინდესო, იქიდანაც ილოცე, იქნებ გვეშველოს, გაგვინათდეს გულიც და გონებაც და შევიყვაროთ ადამიანებმა ერთმანეთი… მომიხსენე მე ცოდვილი, ცათა სასუფეველში…

მომღერალი ნინი ბადურაშვილი

დიდი მადლობა ყველაფრისთვის…

მსგავსი სიახლეები

ახალი ამბები