“შეამჩნიეთ ხვიჩა კვარაცხელიას ეს ჟესტი, როცა მან გოგონების მხარდამჭერ გუნდთან გაიარა?” – ამ წარწეროთ აქვეყნებს ვიდეოს პოპულარული სპორტული ტიკტოკ გვერდი Russell Fearless.
“ვერავინ შეამჩნია, რომ მან ცოლის მიერ დადგენილი სამი წესი უნდა დაიცვას.
როდესაც ფეხბურთელები კალიფორნიაში ჩავიდნენ, გოგონათა მხარდამჭერმა გუნდმა წინასწარ მომზადებული ცეკვა შეასრულა. საინტერესოა, რომ როცა მისი თანაგუნდელები ამ ცეკვის დროს იღიმოდნენ და უყურებდნენ მოცეკვავეებს, კვარაცხელიამ თავი დახარა და გოგოებთან თვალით კონტაქტის დამყარება ვერ გაბედა. ამან ბევრი ადამიანი გააკვირვა. ზოგიერთმა გულშემატკივარმა მისი ჯენტლმენური საქციელი შეაქო, ზოგი კი ფიქრობდა, რომ მას სათანადო მანერები აკლდა. სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც კვარაცხელია დაქორწინდა, მისმა მეუღლემ 3 წესი დაუწესა.
პირველი – ის სხვა ქალებთან დისტანციას ინარჩუნებს, რათა ცოლისადმი ერთგულება გამოხატოს. როგორც პოპულარულ მოთამაშეს, მას ბევრ ქალთან აქვს წვდომა და ვარსკვლავ სპორტსმენებს შორის ღალატი იშვიათი არ არის, ამიტომ მან ცოლის საკმარისი უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
მეორე – კვარაცხელიამ ოჯახზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მიუხედავად თამაშებითა და ვარჯიშებით დატვირთული გრაფიკისა. მან მაინც უნდა გაატაროს დრო ოჯახთან, განსაკუთრებით ახალშობილ ვაჟთან, დამიანესთან.
მესამე – კვარაცხელიამ უნდა შეინარჩუნოს თავმდაბლობა. მას შემდეგ, რაც პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ინტერვიუების დროს კვარაცხელია უნდა იყოს თავმდაბალი და თავშეკავებული, რათა შეინარჩუნოს როგორც საკუთარი, ისე საქართველოს დადებითი იმიჯი” – ნათქვამია ვიდეოში, რომელსაც Russell Fearless აქვეყნებს. წყარო : Marao.ge