„მაპატიე, ვერ გიშველე…“ – დიდი ტრაგედია ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში

„მაპატიე, ვერ გიშველე…“ – დიდი ტრაგედია ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ რომ მისი დედა, გულნარა ჯაყელი გარდაიცვალა.

„ყველაზე მაგარ დედას, ყველაზე უვარგისი შვილი აღმოგაჩნდი… მაპატიე, ვერ გიშველე დედი“, – წერს ანრი ბიბინეიშვილი. „დედა ორჯერ ნაინსულტარია, პლუს შაქრიანი დიაბეტის მატარებელია. ჯანმრთელობა შერყეულია. თუმცა თავის არაჩვეულებრივ გვარსა და წარმომავლობას, თავისი პიროვნებით ამართლებს. დედა გულნარა ჯაყელი გახლავთ. მუშაობდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაში, საკონდიტროში, სამკერვალოში, ღამღამობით კერავდა ჩანთებს, რომ ოჯახი გამოეკვება. საჭმელ-სასმელი მისი წყალობით არ გვაკლდა. სულ შრომობდა“,- ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ახალი ამბები