კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი ვერ გახდება: სერია A-მ გადაწყვეტილება მიიღო

კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი ვერ გახდება: სერია A-მ გადაწყვეტილება მიიღო

„ნაპოლი“ თუ იტალიის ჩემპიონი გახდება, ოქროს მედალს ხვიჩა კვარაცხელია ვერ მიიღებს.

Lega Serie A იტალიის ჩემპიონად აღიარებს მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემპიონობის მოპოვების მომენტში ჩემპიონი გუნდის შემადგენლობაში ირიცხებიან. ვინაიდან, კვარა კარგა ხანია, პსჟ-შია და „ნაპოლიში“ აღარ ირიცხება, ის იტალიის ჩემპიონი ვერ გახდება.

ცხადია, ეს არ ეხება მხოლოდ ქართველ ფეხბურთელს: მაგალითად, იანვარში „ნაპოლიმ“ იჯარით მაიკლ ფოლორუნშო „ფიორენტინაში“, ალესიო ძერბინი „ვენეციაში“ და ელია კაპრილე „კალიარიში“ გაუშვა – ოქროს მედლებს ვერც ისინი მიიღებენ.

ჩემპიონი თუ „ინტერი“ გახდება, იტალიის ჩემპიონის ტიტული არ ერგებათ ტეჯონ ბიუქენენს, იონუც რადუს და ტომას პალასიოსს, რომლებიც „ინტერში“ სეზონის პირველ წრეში ირიცხებოდნენ, მაგრამ იანვარში გუნდი დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „ინტერს“ ერთი ქულით უსწრებს, ხოლო დღეს ისინი, ერთმანეთის პარალელურად ითამაშებენ, შესაბამისად, „კალიარისა“ და „კომოს“ წინააღმდეგ.

წყარო : Worldsport.ge

მსგავსი სიახლეები

ახალი ამბები