თბილისში, გვიან ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გადაარჩინეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ მაშველები.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ბიჭები, რომლებსაც ეძებენ უტა ელიავას და გიორგი შამუგია არიან. ისინი ზუგდიდიდან არიან. უტა 24 წლის არის, გიორგი – 23-ის. როგორც ბიჭების ახლობლები ჰყვებიან, მომხდარის დროს არც ერთი საჭესთან არ იჯდა და ავტომობილს სხვა პირი მართავდა. ასევე, მათი ცნობით, მესამე ახალგაზრდა, რომელსაც ეძებენ, სავარაუდოდ სტუმარია, რომელიც ბიჭებთან უცხოეთიდან იყო ჩამოსული.
„გიორგი და უტა მეგობრები იყვნენ, ძალიან ახლო მეგობრები. ძმებივით იყვნენ. ისეთ მდგომარეობაში ვართ, დაბნეულები და შოკირებულები, საუბარი გვიჭირს. როგორც გავიგეთ და თვითმხილველებმაც თქვეს, მეორე მანქანა დაეჯახა და ინერციით გადავარდნენ მტკვარში.
გიორგი უნივერსიტეტში სწავლობდა თბილისში. საშინელება მოხდა. მეტს ვერაფერს ვიტყვით ჯერჯერობით“, – ჰყვებიან ახლობლები.