18 წლის ბიჭის, ალეკო შაკიაშვილის სასტიკი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. დანაშაული “რატის ბარში” ორი დღის წინ მოხდა. ძალოვნებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და ცნობილია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ივანე გიგლემიანი. სწორედ გიგლემიანმა მიაყენა დანით სასიკვდილო ჭრილობები ახალგაზრდა ბიჭს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც ცნობილი ხდება, მკვლელობაში ბრალდებული გიგლემიანისთვის ასეთი უმძიმესი დანაშაულის ჩადენა უცხო არ არის. 19 წლის ასაკში ჩაიდინა მან სასტიკი მკვლელობა, მაშინაც სრულიად უდანაშაულო, 18 წლის ბიჭი ქუჩაში ხალხის თვალწინ ავტომატით ჩაცხრილა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.ამ უმძიმეს დანაშაულამდე თურმე მას ადამიანი ჰყავდა დაჭრილი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. პირობითი მსჯავრიც მიემატა ახალ სასჯელს, დაემატა იარაღის უკანონო ტარება შენახვა და შეკრებითობის პრინციპით 26 წელი მიესაჯა, მაგრამ რატომღაც ასეთი მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულმა გიგლემიანმა ციხიდან გამოსვლა მალე შეძლო.
ალეკო შაკიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობის გაჟღერების შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა მომხდარით აღშფოთებულმა ქალბატონმა დოდო მაისაძემ, სწორედ ამ ქალბატონის 18 წლის შვილი გამოასალმა სიცოცხლეს 2008 წელს გიგლემიანმა.
Ambebi,ge ქალბატონ დოდოს დავუკავშირდით. მას არ დაუმალავ, რომ გაუთავებლად იბრძოდა, რომ მისი შვილის მკვლელი საკადრისად დასჯილიყო, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.
დოდო მაისაძე:
“არ ვიცი აქვს კი საერთოდ ახლა ამაზე საუბარს აზრი. თქვენ არ იცით, რა დღეები გადავიტანე, ჯერ მაშინ, როცა ჩემი 18 წლის სრულიად უდანაშაულო შვილი მომიკლა და მერე მაშინ, როცა მკვლელი ციხიდან ამნისტიით გამოვიდა. სულ ვაპროტესტებდი, ვითხოვდი ჩემი შვილის მკვლელს, ასეთ საშიშ დამნაშავეს არ შეხებოდა ამნისტია. ინტერვიუც მივეცი ტელევიზიებს, მაგრამ არავინ მოისმინა ჩემი გულისტკივილი და ასეთი დამნაშავე გარეთ გამოუშვეს ამნისტიით. არადა დღემდე საშინელი დღეები გამოვიარეთ. შვილის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ჩემი მეუღლე ისე დაავადდა, გულის ოპერაცია დასჭირდა. ამ საშინელი, გაუსაძლისი ტკივილით მოვდივართ დღემდე და ახლა 15 აპრილს იყო ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს მეუღლეს ინფარქტი დაემართა. მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ მინდა გავანერვიულო, მაგრამ როცა 18 წლის ბიჭის მკვლელობ ის ჩამდენად ისევ მისმა გვარმა გაიჟღერა ისევ საშინლად განვიცადე და განმიახლდა ტკივილი, რომელიც არასდროს განელებულა და სულ ჩემთან არის.”განაგრძეთ კითხვა…