პაკისტანი: ინდოეთი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში გეგმავს

პაკისტანი: ინდოეთი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში გეგმავს

პაკისტანის დაზვერვის ინფორმაციით, ინდოეთი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში გეგმავს.

შესაბამისი განცხადება პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა, ათაულა თარარიმ ვიდეო მიმართვის დროს გააკეთა.

„პაკისტანს აქვს სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ინდოეთი პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში აპირებს, ფაჰალგამის ინციდენტთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და გამოგონილ ბრალდებებზე დაყრდნობით“, – თქვა თარარმა.

თარარმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და აღნიშნა, რომ პაკისტანი ინდოეთის სამხედრო მოქმედებებს პასუხს გასცემს და რეგიონში დაწყებულ „ომზე პასუხისმგებელი მხოლოდ ინდოეთი იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ახალი ამბები