„ფაიზერისა“ და მისი გერმანული პარტნიორი კომპანიის, „ბიონტექის“ მიერ შექმნილი კოვიდვაცინის - „ფაიზერის“ დამატებითი დოზები უკვე საქართველოშია. ქვეყანამ 160 ათასზე მეტი დოზა მიიღო. ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვისაა შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე. „ფაიზერის“ ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ამის შესახებ ბრენდის საკუთრებაში არსებული კომპანია Daimler-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია. Mercedes-ის ყველა ახალი მოდელი ელექტროენერგიაზე უკვვე 2025 წლიდან იმუშავებს, თუმცა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ძველი მოდელების გამოშვება გაგრძელდება.

პერსონალური მონაცემების დარღვევებით დამუშავების გამო, ევროკავშირის მარეგულირებელმა კომპანია Amazon-ი 746 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ლუქსემბურგის მონაცემთა დაცვის ეროვნულმა კომისიამ (CNPD) Amazon-ს ჯარიმა 16 ივლისს დააკისრა. კომპანია Amazon-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
